12:41 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

საპატრიარქოს განცხადებით, ცალკეული სასულიერო პირების ინდივიდუალური განცხადებები კორონავირუსთან დაკავშირებით არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ასრულებდა რეკომენდაციებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო, ოქტომბრის თვეში მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ, რომელიც პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას და ტაძრებში დეზინფექციის ჩატარებას ეხებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესია სრულად იცავს და ითვალისწინებს არსებულ რეკომენდაციებს.

„ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

ამასთან, საპატრიარქო ავრცელებს ამონარიდებს 2020 წლის პირველ აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან, რომელშიც პატრიარქი მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტაძრის კარი ღია დარჩება: ილია მეორემ მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა >>

პანდემიის დაწყებისთანავე, საქართველოს ეკლესიამ მთავრობის რეკომენდაციით სპეციალური წესები დააწესა. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს გარეთ ყოფნა და დისტანციის დაცვა შეძლებოდა.

მთავარი თემები