საეკლესიო კალენდარი: 3 ნოემბერი

CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedralწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ილარიონ დიდი

ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ.

Отец Гавриил - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 2 ნოემბერი

ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული - ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.
ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.
წმიდა მოღვაწის  შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მარტვილში  - Sputnik საქართველო
საეკლესიო სკანდალი - მეუფე პეტრეს მრევლი მარტვილის ტაძარში ელოდება

მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).

წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე

წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0