12:05 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (104)
286 0 0

საპატრიარქოს პოზიციით, წესის აგება ნებადართული უნდა იყოს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თბილისშია: მას PCR ტესტი ჩაუტარდა >>

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც, ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წესის აგება ნებადართული უნდა იყოს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს მოზარდის ბებიამ საპატრიარქოს მიმართა. იგი გამონაკლისის დაშვებას და მისი შვილიშვილისთვის წესის აგებას ითხოვდა.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა სამართალდამცველებმა 23 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით წარედგინა.

მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (104)

მთავარი თემები