14:25 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
147 0 0

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადამიანი თავადვე ვნებს საკუთარ სულს და საზოგადოებას მოუწოდა, თვითმკვლელობაზე ფიქრის გაჩენის შემთხვევაში, მოძღვარს და ეკლესიას მიმართოს

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თვითმკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსგავსი აზრები ეშმაკისეულია, ადამიანი ამით თავადვე ვნებს საკუთარ სულს და საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი ფიქრის გაჩენის შემთხვევაში, მოძღვარს და ეკლესიას მიმართოს.

„ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო - რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის, ეშმაკი სდევდა... როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება“, - იქადაგა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლი დალოცა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

 

მთავარი თემები