ვინ არის 41 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც მაშველებმა ბათუმში იპოვეს

გამოწერა
დაღუპულის ახლობლების თქმით, მამაკაცი ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია მისი პირადი ნივთები – ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბათუმში მაშველებმა დაკარგული მამაკაცის ცხედარი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

„აჭარის ტელევიზიის“ ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

41 წლის მამაკაცის სამძებრო ოპერაციაში, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო, სამი მყვინთავი მონაწილეობდა. პარალელურად ხორციელდებოდა წყლის უწყვეტი მონიტორინგი.

დაღუპულის ახლობლების თქმით, მამაკაცი ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია მისი პირადი ნივთები – ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0