14:47 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (201)
196 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 მაისს ეფთვიმეს გაენათელი მიტროპოლიტის, მღდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსის და მისთანა მოწამეთა, ასევე მოწამეთა: ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მიტროპოლიტი ეფთვიმე გაენათელი

ეფთვიმე (შერვაშიძე), გაენათელი მიტროპოლიტი დაიბადა 1746 წელს. მამამისი ქრისტეფორე შერვაშიძე გურიის მთავარი იყო.  ეფთვიმე თორმეტ წლამდე გურიაში იზრდებოდა, შემდეგ კი იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა, იმერეთში წაიყვანეს.

ბრწყინვალე საერო კარიერას ეფთვიმემ სასულიერო მოღვაწეობა არჩია და მონაზვნად აღიკვეცა. ეფთვიმე მალევე აკურთხეს მღვდლად. 1778 წლის ახლო ხანებში კი მღველმთავრად დაასხეს ხელი და ამ დროიდან 1820 წლამდე, გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.
1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდე, რუსეთის მთავრობამ 1810 წელს იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა და იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა.

რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკის შედეგად ხალხის მასობრივმა უკმაყოფილებამ მთელი საქართველო მოიცვა. 1819 წელს აჯანყდა იმერეთიც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელოებაც. რუსეთის მთავრობის ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში მიტროპოლიტი ეფთვიმე და ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი შეიპყრეს . ორივე მღვედლმთავარს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი მათრახების ცემით წაიყვანეს.

ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში წაიყვანეს. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ მღვდელმთავრისთვის შესაფერისი პატივით მიიღო წმიდანი. ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ერისათვის თავისუფლების წართმევასა და სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის მონასტერში გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიაში.
1822 წლის 21 აპრილს წმიდა ეფთვიმი გარდაიცვალა. 2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

იანუარიუს ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: პროკულე, სოსიოს, ფავსტო დიაკონნი, დისითერიოს წიგნის მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი

მღვდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: პროკულე, სოსიოს, ფავსტო დიაკონნი, დისითერიოს წიგნის მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305) იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნილობის დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.

ისააკი, აპოლოსი და კოდრატე

ღირსი ისააკი, აპოლოსი, კოდრატე (+303) წარმართები იყვნენ და იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) კარზე მსახურობდნენ. ისინი დაესწრნენ წმიდა გიორგის  წამებას, იხილეს დიდმოწამის სარწმუნოება, თავდადება, უფლის ძალით აღსრულებული სასწაულები და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და ამხილეს იმპერატორი უშჯულოებასა და სისასტიკეში, რისთვისაც მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: წმიდა კოდრატეს თავი მოჰკვეთეს, მოწამენი აპოლოსი და ისააკი კი შიმშილით მოაკვდინეს

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

თემები:
საეკლესიო კალენდარი (201)

მთავარი თემები