19:41 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (97)
3910

დღეს საქართველოში ზეიმობდნენ წმინდა ღვთისმშობლის ხარებას - ერთ–ერთს 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს აღნიშნავს

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხარების დღესასწაული მიულოცა როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, ასევე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მცხოვრებლებს.

საეკლესიო კალენდრით 7 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს - წმინდა ღვთისმშობლის ხარებას ზეიმობენ. ამ დღესასწაულზე იხსენებენ, რომ გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა წმინდა ქალწულ მარიამს და ახარა მას, რომ ის შობს ძეს ღვთისა.

რატომ არ დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი წირვას – პირადი ექიმის განმარტება >>

ილია მეორის თქმით, უფალი მოწყალეა და საქართველო ყველა სირთულეს გაუმკლავდება.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის, ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, – ბრძანა პატრიარქმა ტელეარხ „ერთსულოვნების“ ეთერში.

მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანი ყველაფერს ვერ ახსნის, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გაივლის და მშვიდობა დაისადგურებს.

კორონავირუსი, როგორც განსაცდელი: მეუფე შიო პანდემიის მიზეზებზე >>

ილია მეორემ აღნიშნა, რომ „სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული“.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (97)

მთავარი თემები