21:32 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (102)
5710

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 40 388 ნათლულს შეემატება კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი – ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მორიგი მასობრივი ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში სამშაბათს, 14 იანვარს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს საპატრიარქოში.

ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი გახდება. ცერემონია დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

მასობრივი ნათლობა 62-ედ იმართება, საქართველოს პატრიარქს უკვე 40 388 ნათლული ჰყავს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია ქვეყანაში შობადობის გაზრდა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვილთა პირველი მასობრივი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (102)

მთავარი თემები