https://sputnik-georgia.com/20200113/saqarTvelos-patriarqis-naTluli-500-ze-meti-Cvili-gaxdeba-247478519.html
საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი გახდება
საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი გახდება
Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 40 388 ნათლულს შეემატება კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი – ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები. 13.01.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-01-13T20:16+0400
2020-01-13T20:16+0400
2021-10-19T17:16+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23662/66/236626646_0:22:2000:1153_1920x0_80_0_0_4b3df1cf18d3f9357eba13448e906527.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Сотни детей стали крестниками Патриарха в праздник "Светицховлоба"
Sputnik საქართველო
В праздник "Светицховлоба" в соборе Святой Троицы – Цминда Самеба, состоялось 49-е по счету массовое крещение детей
2020-01-13T20:16+0400
true
PT2M00S
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23662/66/236626646_0:0:2000:1258_1920x0_80_0_0_4f79163d9ec5a294daa75f178681cf28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია, საქართველო
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია, საქართველო
საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი გახდება
20:16 13.01.2020 (განახლებულია: 17:16 19.10.2021) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 40 388 ნათლულს შეემატება კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი – ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მორიგი მასობრივი ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში სამშაბათს, 14 იანვარს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს საპატრიარქოში.
ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 500-ზე მეტი ჩვილი გახდება. ცერემონია დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
მასობრივი ნათლობა 62-ედ იმართება, საქართველოს პატრიარქს უკვე 40 388 ნათლული ჰყავს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია ქვეყანაში შობადობის გაზრდა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჩვილთა პირველი მასობრივი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.