05:45 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (76)
119910

პატრიარქის განცხადებით,  ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, რადგანაც  არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში, ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიმშვიდის მნიშვნელობაზე იქადაგა.

პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო >>

„დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე“, - მიმართა მრევლს ილია მეორემ.

მისი თქმით, ადამიანებს აკლიათ სიმშვიდე, იმიტომ, რომ არეულები არიან თანამედროვე ცხოვრებაში, ბევრს იღებენ საკუთარ თავზე, დიდ იმედებს ამყარებენ თანამედროვე მიღწევებზე, სინამდვილეში კი ყველაფერი ღვთის ხელშია. მან ასევე მეორედ მოსვლის მოახლოებაზე იქადაგა.

„სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის... მე ვიტყვი რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მისი თქმით, დავით მეფე  უბრალო მწყემსი იყო და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები. თუმცა, ილია მეორის განცხადებით, დავით მეფე ხედავდა და განიცდიდა თავის შეცდომებს, ამიტომაც დაწერა ფსალმუნების წიგნი „დავითნი“.

„გილოცავთ ამ დღესასწაულს დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა“, - ბრძანა პატრიარქმა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (76)

მთავარი თემები