15:07 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (75)
238 0 0

ილია მეორის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა, მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, ხალხმა აქ მიხედოს თავის მამულსა და მიწებს.

თბილისი, 8 დეკემბერი -  Sputnik. მინდა შეგახსენოთ, როცა რამეს აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორემ სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა, იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობის განვითარებისა.

„მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის“, - მოუწოდა პატრიარქმა.

ილია მეორემ სამღვდელოებას მოუწოდა, გარდა მიწის დამუშავებისა, იყოლიონ ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი.

„ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“, - განაცხადა ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, ილია მეორის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა, მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, ხალხმა აქ მიხედოს თავის მამულსა და მიწებს.

„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს >>

ემიგრირებული მოქალაქეების ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს. რაც შეეხება არაოფიციალურ სტატისტიკას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სავალალო მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, რომელიც ყოფილი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ ცნობას ეყრდნობა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა დაახლოებით 1.607.000 ადამიანს აღწევს. ქვეყნიდან გასვლის მიზეზი უმეტესწილად საქართველოში ვერდასაქმების, დაბალი ხელფასებისა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკიდან მომდინარეობს.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (75)

მთავარი თემები