05:59 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
103 0 0

თუ არ გვიყვარს ადამიანი, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უფალს, რომელსაც ვერ ვხედავთ, ბრძანა მღვდელმსახურმა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა დღეს ჩაატარა არა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, არამედ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა, რომელმაც მრევლს მეორედ მოსვლისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

„წმინდა წერილში ნათქვამია, რომ დღე უკანასკნელი მოვა, როგორც ქურდი. ეს შეიძლება მოხდეს დღეს, ხვალ ან ასწლეულების შემდეგ. ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მზად უფალთან შესახვედრად“, - ბრძანა იოვანე მჭედლიშვილმა.

მამა იოვანეს თქმით, თუ ადამიანებს არ უყვართ კაცი, რომელსაც ხედავენ, როგორ შეიყვარებენ ისინი უფალს, რომელსაც ვერ ხედავენ.

დღევანდელ ღვთისმსახურებას არ ესწრებოდნენ არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, არც მეუფეები.

საქართველოს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებისთვის დალოცა >>

შაბათს, გიორგობის საზეიმო წირვაზე ილია მეორემ დალოცა ყველა ის ადამიანი, ვისაც სამების ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ტაძრისთვის გაღებული შემოწირულობებისთვის განსაკუთრებული დალოცვა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაიმსახურა.

მთავარი თემები