05:54 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (105)
10110

15 წლის წინ თბილისში წმინდა გიორგის ხსენების დღეს იკურთხა ყველაზე დიდებული ტაძარი - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან განსაკუთრებული დალოცვა დაიმსახურა.

მისმა უწმინდესობამ გიორგობის საზეიმო წირვის შემდეგ დალოცა ყველა ის პირი, ვისაც მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი ტაძრის მშენებლობაზე გაღებული შემოწირულობებისთვის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დალოცა.

23 ნოემბერს საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეა - ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული. საზეიმო წირვა ამ დღეს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარეობს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა“, - ბრძანა ილია მეორემ.

2004 წელს აშენებული წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - წმინდა სამება - ამჟამად თბილისისა და მთელი საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ტაძარი წმინდა ელიას მთაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. სამება საქართველოში ყველაზე მაღალი ტაძარია - მისი სიმაღლე 101 მეტრია.

სამების ტაძრის მშენებლობა ქრისტიანობის 2000 წლისთავს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის 1500 წლისთავს დაუკავშირდა. სამებას აშენება 1989 წელს იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მშენებლობა 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყო. ტაძარში პირველი წირვა 2002 წლის 25 დეკემბერს აღევლინა, მაშინ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ტაძრის მშენებლობა, რომელიც შეძლებული მოქალაქეების შემოწირულობებით მიმდინარეობდა, მთლიანად 2004 წელს დასრულდა.

ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა, რომ მზად არის წმინდა სამების ტაძრის მოხატვა დააფინანსოს.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (105)

მთავარი თემები