22:30 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (75)
9230

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყურადღება ადამიანის ნიჭზე და მშობლების პატივისცემაზე გაამახვილა

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისათვის >>

პატრიარქმა ისაუბრა ადამიანის ნიჭზე და ნიჭიერი ადამიანების მიმართ თანადგომაზე.

„ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს... ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, უნდა დააფასოთ. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, ​საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა... მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორე ასევე შეეხო ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის.

„უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. არაერთხელ შეგახსენეთ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ კურთხევა, დედაო, მამაო დამლოცეთ მე და მათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა, კურთხევა თქვენზე“, - აღნიშნა ილია მეორემ.

მამუკა ხაზარაძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ილია მეორეს >>

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს არის დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენების დღე.

„მეტეხის ხიდზე, როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში, მე თვითონ ვეცდები, 17:00 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“, – ბრძანა პატრიარქმა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (75)

მთავარი თემები