ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორე მოინახულა - ფოტო

© photo: BERA / FBილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად
ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულეს, ნათქვამია მმართველი პარტიის Facebook-გვერდზე.

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა.

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვა იყო. წმინდა სინოდის სხდომაზე, 31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0