12:28 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (100)
12210

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილ ბავშვთა მე-60 ნათლობა გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდება. ახალმონათლულ ბავშვებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

ილია მეორემ საქართველოს მთავარი ეროვნული ფასეულობა დაასახელა >>

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 38 175 ათასი ნათლული ჰყავს.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (100)

მთავარი თემები