10:15 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორემ საქართველოს მთავარი ეროვნული ფასეულობა დაასახელა

© Sputnik / STRINGER
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (49)
89 0 0

საქართველოს სულიერმა ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა, ერთ-ერთი წელი ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადდეს

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ოჯახს ქვეყნის მთავარი ეროვნული ფასეულობა უწოდა და მრევლს მოუწოდა ყოველთვის ახსოვდეს ეს.

მრავალშვილიანი ოჯახის შუქჩრდილები: 12 შვილის დედის გულახდილი ინტერვიუ >>

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 სექტემბერს წმიდა ნატალიას და მისი მეუღლე ადრიანეს მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ადრიანე ადრე წარმართი იყო, შემდეგ კი ქრისტიანად მოინათლა.

„გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს. მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის ფასეულობა“, - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი, რომელმაც 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად გამოაცხადა.

„ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა... როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო“, - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2013 წელს „ოჯახის სიწმინდის დღე“ დააწესა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (49)

მთავარი თემები