06:09 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
სამების საკათედრო ტაძარი

ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში სახალხო მსვლელობა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (38)
123 0 0

ამ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში არა მხოლოდ მსვლელობა, არამედ კონცერტიც გაიმართება

თბილისი, 15 მაისი -  Sputnik. ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელსაც საქართველოში 17 მაისს აღნიშნავენ, სახალხო მსვლელობა გაიმართება, განაცხადეს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. ამის შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს. ეს არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა მსვლელობის დროს ისეთი ინციდენტების გამეორება, როგორსაც 2013 წლის მაისში ჰქონდა ადგილი. როგორც საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, მისი თხოვნაა, ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც 2013 წელს უკავშირდება, არ განაზოგადონ და ამის გამო არ შექმნან მოსალოდნელი შიშები. შეიძლება, მოხდეს რაიმე გაუგებრობა, შეიძლება - არა. ამიტომ საპატრიარქოს არ შეუძლია ასეთი გარანტიების მიცემა.

საპატრიარქო გეგმავს მშვიდობიან მსვლელობას, დასძინა მან.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (38)

მთავარი თემები