ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

© Sputnik / Alexander Imedashviliტაძარი მახათას მთაზე
ტაძარი მახათას მთაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის მშენებლობაზე თანხები 1,1 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეწირა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვირას თბილისში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ტაძრის კურთხევა საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს მოხდა.

ტაძარი მახათას მთაზე - Sputnik საქართველო
ხვალ მახათას ტაძარი იხსნება - გზებზე შეზღუდვები დაწესდა

გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. იმ დროიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მიიჩნევა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.

ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია განთავსებული. ის საქართველოში ათონის მთიდან 2016 წლის 5 აპრილს ჩამოაბრძანეს. ტაძარში ასევე წმინდა მამის გაბრიელ ათონელის ხატი ინახება.

ტაძრის მშენებლობა ფონდ „ივერიისას“ ხელშეწყობით განხორციელდა. ტაძრის აგების იდეა ეკუთვნის საქართველოს პატრიარქს, რომელმაც ის 2002 წელს გაახმოვანა.

© photo: Sputnik / Yuri Kaver / გადასვლა მედიაბანკშიივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ივერიის სალოცავში
ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა - Sputnik საქართველო
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ივერიის სალოცავში

ტაძრის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. 2015 წლის სექტემბერში კი ტაძრის მთავარი ჯვარი აკურთხეს და ტაძრის გუმბათზე განათავსეს.

ტაძრის მშენებლობაზე თანხას მორწმუნეები აგროვებდნენ. თანხის შეწირვა შესაძლებელია როგორ საკუთარი სახელით, ისე გარდაცვლილი ან ცოცხალი შვილის სახელით. სულ შეგროვდა 1,1 მილიონი ადამიანის შემოწირულობა, ყველა მათგანი ტაძრის მშენებლად ითვლება. სრული სია ფონდის გვერდზეა გამოქვეყნებული.

ათონის ივერთა მონასტერი - Sputnik საქართველო
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული: ისტორია, სასწაულები და მნიშვნელობა

ტაძრის გახსნის შემდეგ მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შემდეგ მახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა დაიწყება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სათაყვანო ხატია მართლმადიდებლურ სამყაროში. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის კურთხევით წმინდა მოციქულმა ლუკამ მისი გამოსახულება ჯერ კიდევ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს დახატა.

დიდი ხნის განმავლობაში ივერიის ხატი მცირე აზიაში, ნიკეაში ინახებოდა, ხოლო XI საუკუნიდან ათონის წმინდა მთაზე ივერიის მონასტერში დაიდო ბინა.

ყველა ახალი ამბავი
0