თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 56–ე საყოველთაო ნათლობა კვირას გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ნათლობის ცერემონია დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ამჯერად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული 700-ზე მეტი ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 36 680 ნათლული ჰყავს, რომლებიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. უწმინდესის ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.