კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ბავშვი გახდება

გამოწერა
ბავშვების საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 56–ე საყოველთაო ნათლობა კვირას გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ 100 000 მოწამის ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი გადაიხადა

ნათლობის ცერემონია დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ამჯერად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული 700-ზე მეტი ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 36 680 ნათლული ჰყავს, რომლებიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. უწმინდესის ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0