მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დღეს, შენდობის ჟამს, მე უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე, მთელი საქართველოსა და ყოველთა ქართველთა წინაშე და - გთხოვთ აღავლინოთ ლოცვები ჩემთვის და შემინდოთ ყოველი ცოდვა ჩემი“, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

დღეს განსაკუთრებული დღეა. მას შენდობის დღე ეწოდება და წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება. „ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, რადგან  თუნდაც ერთი მონანული ადამიანის გამოც დიდი სიხარულია ცათა შინა.“

საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. 

შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

სამება - Sputnik საქართველო
საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობენ

მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის.

„თითოეულმა ჩვენგანმაც ამ მარხვაში ისე უნდა ვიღვაწოთ, თითქოს უდაბნოში ვიმყოფებოდეთ, და მიუხედავად იმისა, რომ მრევლში ვართ და ხალხში ვტრიალებთ, უდაბნო უნდა შევქმნათ, ოღონდ საკუთარ გულში“, — ილია მეორე.

ალილო - Sputnik საქართველო
ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

წელს დიდმარხვა 19 თებერვლიდან დაიწყება და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0