22:18 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
16130

იერუსალიმის პატრიარქმა კუბუკლიიდან წმინდა ცეცხლი გამოაბრძანა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

პატრიარქმა ის უკვე გამოიტანა კუბუკლიიდან.

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა  და  ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.

იერუსალემში იმყოფებიან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურები და მომლოცველები, რომლებიც ღვთიური ცეცხლით, დღეს საღამოს დაბრუნდებიან სამშობლოში და ცეცხლს ტაძრებში მიიტანენ.


მთავარი თემები