იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწმინდა ცეცხლი
წმინდა ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იერუსალიმის პატრიარქმა კუბუკლიიდან წმინდა ცეცხლი გამოაბრძანა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

პატრიარქმა ის უკვე გამოიტანა კუბუკლიიდან.

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა  და  ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.

იერუსალემში იმყოფებიან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურები და მომლოცველები, რომლებიც ღვთიური ცეცხლით, დღეს საღამოს დაბრუნდებიან სამშობლოში და ცეცხლს ტაძრებში მიიტანენ.


ყველა ახალი ამბავი
0