დაიაური: ჩემი და მამაჩემის ბიძაშვილმა მოკლა... დედას ხალხში ტირილის უფლება არ ჰქონდა

© photo: Gela Daiauri / FBგელა დაიაური
გელა დაიაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
პოეტი გელა დაიაური, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში მეუღლე გარდაეცვალა, თავისი ცხოვრების კიდევ ერთ ტრაგედიას იხსენებს.
დაიაური: ჩემი და მამაჩემის ბიძაშვილმა მოკლა... დედას ხალხში ტირილის უფლება არ ჰქონდა
„22-23 წლის ვიქნებოდი, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ჩვენთან სტუმრად იყო მამაჩემის ბიძაშვილი. ერთად გაზრდილები იყვნენ და ძალიან უხაროდათ ერთად ყოფნა. ეს კაცი ბარში ცხოვრობდა და ამოსული იყო ჩვენთან. ბებერი ძაღლი დაინახა და იმისი მოკვლა განიზრახა. რომ ესროლა, ძაღლს ასცდა და კედელში შევიდა ტყვია. ფაცხასავით დაწნული ღობე იყო და იქ იდგა ჩემი ცხრა წლის და, რომელიც ადგილზე გაიღუპა. დედაჩემს ხალხში ტირილის უფლება არ ჰქონდა. არ დამავიწყდება მისი დადუმებული და გაფითრებული სახე. ორ წელზე მეტი ჩვენს სახლში საშინელი სიჩუმე იდგა“, – იხსენებს გელა დაიაური.
მისი თქმით, მისი დის მკვლელი სამ წელიწადში დაბრმავდა, ბოლოს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0