12:47 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
რადიო
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

რესტორნებისა და კაფეების ღია სივრცეები უკვე გახსნილია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.

თურნავა: იმედი მაქვს ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდ ვითარებას
„იმედი მაქვს, ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდვითარებას. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით ვიფიქრებთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. სარესტორნო ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იგეგმება შეხვედრა რესტორნების გაერთიანებებთან და შრომის ინსპექციასთან, სადაც განხილული იქნება, თუ რამდენად არის ქვეყანა მზად შიდა სივრცეების გასახსნელად.

მთავარი თემები