თურნავა: იმედი მაქვს, ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდვითარებას

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
რესტორნებისა და კაფეების ღია სივრცეები უკვე გახსნილია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
თურნავა: იმედი მაქვს ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდ ვითარებას
„იმედი მაქვს, ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდვითარებას. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით ვიფიქრებთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. სარესტორნო ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იგეგმება შეხვედრა რესტორნების გაერთიანებებთან და შრომის ინსპექციასთან, სადაც განხილული იქნება, თუ რამდენად არის ქვეყანა მზად შიდა სივრცეების გასახსნელად.

ყველა ახალი ამბავი
0