მურღულია: ახლა კი არა, წლების წინ იყო აუცილებლობა, საქართველოში დაგვენერგა ონლაინ სწავლება

© photo: Gia Murghulia / FBგია მურღულია
გია მურღულია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი გია მურღულია ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე საუბრობს.
მურღულია: ახლა კი არა, წლების წინ იყო აუცილებლობა, საქართველოში დაგვენერგა ონლაინ სწავლება
„ყოველი სიახლე ორი რაღაცით გამოირჩევა: საინტერესოობით და სირთულით. ორივე თუ არ გაითვალისწინა ადამიანმა, ისე ძნელია, რომ წარმატებას მიაღწიო. ონლაინ სწავლება გაგვიჭირდა, რადგან ჩვენ დავაგვიანეთ. წლების წინ იყო შესაძლებლობაც და აუცილებლობაც, რომ საქართველოს განათლების სისტემას გაეაზრებინა გარდაუვალობა დისტანციური სწავლების შემოღებისა“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მურღულიას თქმით, უკვე წლებია მსოფლიოს არაერთ უმაღლეს სასწავლებელში, სკოლაში შესაძლებელია განათლების დისტანციურად მიღება, რაც ზოგავს დროს და სახსრებს. ბევრი ქვეყნისთვის ეს არ ყოფილა სიახლე და გამოწვევა, როგოროც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი
0