თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ შემოვიყვანოთ ვაქცინირებული ტურისტების პირველი ჯგუფი

© Government of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფრენებისა და საქართველოში ტურისტული ბიზნესის აღდგენაზე ისაუბრა.
თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ შემოვიყვანოთ ვაქცინირებული ტურისტების პირველი ჯგუფი
„ავიაკომპანიებს მივმართავ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გაკეთებული კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმროებთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ აღნიშნული წესები გავაცნოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობა სხვადასხვა რეგიონებში დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის და აჭარა ამის ნათელი მაგალითია.

ყველა ახალი ამბავი
0