საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, საშიშია თუ არა აივ-ინფიცირებულებისთვის კორონავირუსი.
ცერცვაძე: აივ-ინფიცირებულებისთვის კოვიდი ტრაგედია არაა
„აივ-ინფიცირებულებში კოვიდი ვლინდება ზუსტად იმ სიმპტომებით, რაც ყველასთან გვხვდება. ეს არის ყველაზე ხშირად ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, ყნოსვისა და გემოვნების გაქრობა, ძლიერი სისუსტე და სხვ. აივ-ინფიცირებულებში კოვიდი ხშირად მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ვიდრე არა აივ-ინფიცირებულებში, მაგრამ არა იმდენად მძიმედ, რომ სერიოზული საფრთხე იქმნებოდეს და მათთვის პროგნოზი ცუდი იყოს. აივ-ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის უპირატესი კანდიდატია, რადგან მას აქვს თანმხლები დაავადება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მრავალმა აივ-ინფიცირებულმა გადაიტანა კოვიდი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, მაგრამ მშვიდად, რადგან კორონავირუსი მათთვის ტრაგედია არაა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება. ბრალდებულები დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ ცხრა დეპუტატით, რაც ზუსტად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის და დამოკიდებულია პარლამენტში შესვლის შესახებ „მოქალაქეების“ და „გირჩის“ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.