ცერცვაძე: აივ-ინფიცირებულებისთვის კოვიდი ტრაგედია არაა

© photo: Tengiz Tsertsvadze / FBთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, საშიშია თუ არა აივ-ინფიცირებულებისთვის კორონავირუსი.
ცერცვაძე: აივ-ინფიცირებულებისთვის კოვიდი ტრაგედია არაა
„აივ-ინფიცირებულებში კოვიდი ვლინდება ზუსტად იმ სიმპტომებით, რაც ყველასთან გვხვდება. ეს არის ყველაზე ხშირად ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, ყნოსვისა და გემოვნების გაქრობა, ძლიერი სისუსტე და სხვ. აივ-ინფიცირებულებში კოვიდი ხშირად მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ვიდრე არა აივ-ინფიცირებულებში, მაგრამ არა იმდენად მძიმედ, რომ სერიოზული საფრთხე იქმნებოდეს და მათთვის პროგნოზი ცუდი იყოს. აივ-ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის უპირატესი კანდიდატია, რადგან მას აქვს თანმხლები დაავადება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მრავალმა აივ-ინფიცირებულმა გადაიტანა კოვიდი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, მაგრამ მშვიდად, რადგან კორონავირუსი მათთვის ტრაგედია არაა.

ყველა ახალი ამბავი
0