17:16 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
რადიო
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

სანამ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება და ერთი კვირის განმავლობაში არ გვექნება შედარებით მცირე რიცხვი, არ არის რეკომენდებული დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ განმარტა რა შემთხვევაში მოიხსნება აჭარაში დაწესებული შეზღუდვები
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე იქ შემოღებული შეზღუდვების მოხსნა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში. სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა, შემზღუდველი ღონისძიებები არ მოხსნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკებში მკურნალობს 542 პირი, მათ შორის 19 არასრულწლოვანია, 23 კი ორსული. მათგან 51 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება 794 პაციენტი, მათ შორის 70-მდე ბავშვია, ბინაზე კი 900-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

მთავარი თემები