ამირან გამყრელიძემ განმარტა რა შემთხვევაში მოიხსნება აჭარაში დაწესებული შეზღუდვები
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე იქ შემოღებული შეზღუდვების მოხსნა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში. სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა, შემზღუდველი ღონისძიებები არ მოხსნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკებში მკურნალობს 542 პირი, მათ შორის 19 არასრულწლოვანია, 23 კი ორსული. მათგან 51 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება 794 პაციენტი, მათ შორის 70-მდე ბავშვია, ბინაზე კი 900-მდე ინფიცირებული მკურნალობს.