02:26 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059

გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
134 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მოსახლეობისთვის კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების გაგრძელებაზე საუბრობს.

გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება მოხდება იმავე პრინციპით – 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა, შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი თემები