ნინო ჩხეიძე: გიორგი ჩემი ერთი ჩვეულებრივი „პაკლონიკი“ იყო

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინო ჩხეიძე საუბრობს იმაზე, თუ როგორი იყო გათხოვებამდე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თავისი თაყვანისმცემლების მიმართ.
ნინო ჩხეიძე: გიორგი ჩემი ერთი ჩვეულებრივი „პაკლონიკი“ იყო
„გიორგი რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიცაა, ანუ კახელია და მიმწოლია, ალბათ გათხოვებას მაინც ვერ გადავწყვეტდი. ამ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირდა და სულ უკან ვიხევდი ხოლმე იმის გამო, რომ არ მინდოდა სიტუაციის შეცვლა, რადგან ძალიან კარგად ვიყავი ოჯახში, არაფერს მიშლიდნენ“, – ამბობს ნინო ჩხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.  

მომღერალი ნინო ჩხეიძე იხსენებს: „მაშინ ოცი წლის ვიყავი, ვსწავლობდი და ჩემი გეგმები მქონდა. ალბათ ბედი იყო, რადგან გიორგის არ ვიცნობდი ძალიან კარგად. თუმცა ვხვდებოდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და სხვებისგან გამორჩეული ხასიათი ჰქონდა. არ იყო ამბიციური და ურთიერთობაში თამაში არ უყვარდა“.

ყველა ახალი ამბავი
0