17:12 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს.

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია
„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე გვყავს 738 დადასტურებული. 16-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა და გახდა 573. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. კორონავირუსით სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია და ორი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტია. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და კორონავირუსი იქ დაუდასტურდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა.

მთავარი თემები