მარინა ეზუგბაია: სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია
„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე გვყავს 738 დადასტურებული. 16-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა და გახდა 573. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. კორონავირუსით სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია და ორი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტია. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და კორონავირუსი იქ დაუდასტურდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა.