18:09 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172

გახარია: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ადამაინებს  სრულად დაუფინანსდეს  გადასახადები

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
9910

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ნაწილს დენისა და გაზის გადასახადს სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს, ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს.

 

გახარია: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ადამიანებს სრულად დაუფინანსდეს გადასახადები
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე  ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც“, - განაცხდა  გახარიამ.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტრონერგიისა და გაზის გადასახადების დაფინანსება მთავრობამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით მიიღო.

 

მთავარი თემები