გახარია: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ადამიანებს სრულად დაუფინანსდეს გადასახადები
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც“, - განაცხდა გახარიამ.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტრონერგიისა და გაზის გადასახადების დაფინანსება მთავრობამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით მიიღო.