05:08 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422

წულუკიანი: ნინო ლომჯარია არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოხსენებაზე კომენტარი გააკეთა.

„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია „პენიტენციალური“, ეს არის პენიტენციური სამსახური. გთავაზობთ, ტერმინებს გადახედოთ, როცა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობთ. თქვენ წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც, მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

მთავარი თემები