ლელა კაკულია: „არ მინდა, მაგრამ მოდის, მოდის და უნდა მივიღო...“

© Photo: courtesy of Lela Kakuliaქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა კაკულია თავის თანდაყოლილი ნიჭზე საუბრობს, ამბობს, რომ ყველაფერი აქვს ნათქვამი, რაც მოხდება, იმას თუ რა დღე დაადგებოდა საქართველოს და ეს ინფორმაცია დღეს გაზეთებსა და მის წიგნებშია.

 

ლელა კაკულია: „არ მინდა, მაგრამ მოდის, მოდის და უნდა მივიღო...“

„სულ ჩემს ქვეყანასა და ხალხზე ვფიქრობ. ვფიქრობ თუ რას დავინახავ და რა ინფორმაცია წამოვა. ეს პირველად როდის მოხდა არ მახსოვს- ასეთი დავიბადე. ძალიან მძიმე ტვირთია, თანაც, ისეთი ტვირთი, რის აღწერაც შეუძლებელია. რადგან ადამიანებში უარყოფით მხარესაც ხედავ დადებითი და პოზიტიური თითქოს სადღაც ქრება. დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას როგორ დავწერ და გადმოსცემ. რაც გაწერია უნდა გაიარო, მაგრამ თუ ლელა კაკულიასთან მიხვალ და მის რჩევას გაითვალისწინებ ბევრ რამეს შეცვლი“- ამბობს ლელა კაკულია სატელევიზიო გადაცემაში.

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია გადაცემაში ამბობს: „ეს ჩემი მისიაა, ჩემი საქმეა და მე თუ არა, ამას მსოფლიოში ვერავინ შეასრულებს. როცა სახლში ვარ თავს კარგად ვგრძნობ, ეს ჩემი განზომილებაა- წინასწარმეტყველებებს ვწერ და ვიცი, რომ ეს ხალხს წაადგება და უშველის.“

ყველა ახალი ამბავი
0