„სულ ჩემს ქვეყანასა და ხალხზე ვფიქრობ. ვფიქრობ თუ რას დავინახავ და რა ინფორმაცია წამოვა. ეს პირველად როდის მოხდა არ მახსოვს- ასეთი დავიბადე. ძალიან მძიმე ტვირთია, თანაც, ისეთი ტვირთი, რის აღწერაც შეუძლებელია. რადგან ადამიანებში უარყოფით მხარესაც ხედავ დადებითი და პოზიტიური თითქოს სადღაც ქრება. დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას როგორ დავწერ და გადმოსცემ. რაც გაწერია უნდა გაიარო, მაგრამ თუ ლელა კაკულიასთან მიხვალ და მის რჩევას გაითვალისწინებ ბევრ რამეს შეცვლი“- ამბობს ლელა კაკულია სატელევიზიო გადაცემაში.
წინასწარმეტყველი ლელა კაკულია გადაცემაში ამბობს: „ეს ჩემი მისიაა, ჩემი საქმეა და მე თუ არა, ამას მსოფლიოში ვერავინ შეასრულებს. როცა სახლში ვარ თავს კარგად ვგრძნობ, ეს ჩემი განზომილებაა- წინასწარმეტყველებებს ვწერ და ვიცი, რომ ეს ხალხს წაადგება და უშველის.“