00:23 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ლიკა მირაქიშვილი
© Sputnik / Vladimir Umikashvili.

მირაქიშვილი: ფიქრობენ, რომ თბილისში, ოფისში მუშაობაა ცხოვრება, აქ ცხოვრება სულ სხვა რამაა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
85710

თბილისელი 23 წლის გოგონა ლიკა მირაქიშვილი საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ წავიდა დედაქალაქიდან, დაუბრუნდა წინაპრების ნასოფლარს და რატომ ცხოვრობს სოფელ თოთში მხოლოდ მისი ოჯახი.

„ხალხი ფიქრობს, რომ თბილისში, ოფისში მუშაობაა ცხოვრება. აქ ცხოვრება სულ სხვა რამაა. წინაპრების სახლ-კარი ინგრეოდა და მინდოდა მეზრუნა, სხვისთვისაც იმედი მიმეცა, მთაში ვინც ცხოვრობდა, ერთმანეთის იმედად ცხოვრობდნენ, ახლა თოთში მხოლოდ ჩვენი ოჯახი ცხოვრობს. გზის გამო სასწრაფოც კი ორ საათში მოდის. უცხოეთშიც შემეძლო წასვლა, მაგრამ აქაურობის შემხედვარეს იქ რა მინდა?!“ – ამბობს ლიკა მირაქიშვილი.

მირაქიშვილის თქმით, ამ დროისთვის ყველაზე დიდ პრობლემას გზა წარმოადგენს. ყაზბეგის მერიამ იცის ამ პრობლემის შესახებ, თუმცა ძალა არ შესწევს, რომ პრობლემა მოაგვაროს.

მთავარი თემები