მირაქიშვილი: ფიქრობენ, რომ თბილისში, ოფისში მუშაობაა ცხოვრება, აქ ცხოვრება სულ სხვა რამაა
„ხალხი ფიქრობს, რომ თბილისში, ოფისში მუშაობაა ცხოვრება. აქ ცხოვრება სულ სხვა რამაა. წინაპრების სახლ-კარი ინგრეოდა და მინდოდა მეზრუნა, სხვისთვისაც იმედი მიმეცა, მთაში ვინც ცხოვრობდა, ერთმანეთის იმედად ცხოვრობდნენ, ახლა თოთში მხოლოდ ჩვენი ოჯახი ცხოვრობს. გზის გამო სასწრაფოც კი ორ საათში მოდის. უცხოეთშიც შემეძლო წასვლა, მაგრამ აქაურობის შემხედვარეს იქ რა მინდა?!“ – ამბობს ლიკა მირაქიშვილი.
მირაქიშვილის თქმით, ამ დროისთვის ყველაზე დიდ პრობლემას გზა წარმოადგენს. ყაზბეგის მერიამ იცის ამ პრობლემის შესახებ, თუმცა ძალა არ შესწევს, რომ პრობლემა მოაგვაროს.