04:30 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749

მალაზონია: ეს ყველაფერი მეხსიერებისთვის, ტვინის მოქმედებისათვის უმნიშვნელოვანესია

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
159 0 0

ექიმ-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს იმაზე, რომელი საკვები პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების განსამტკიცებლად.

„რაციონთან დაკავშირებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინის მოქმედებისათვის და, მათ შორის, მეხსიერებისთვის, გუნება-განწყობილებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია B ჯგუფის ვიტამინები. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი სიცოცხლის პირველივე წლებიდან არის უზრუნველყოფილი B ჯგუფის ვიტამინით“, – ამბობს მარი მალაზონია.

სპეციალისტის განცხადებით, ბავშვის კვებაში ასევე მნიშვნელოვანია ცილის როლი. ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის ადეკვატური რაოდენობა, ისეთი ადვილად შეთვისებადი ცილა, როგორიცაა კვერცხი. რძის ნაწარმიდან გამოყოფს მაწონს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფლორის მოწესრიგების საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

მთავარი თემები