მალაზონია: ეს ყველაფერი მეხსიერებისთვის, ტვინის მოქმედებისათვის უმნიშვნელოვანესია
„რაციონთან დაკავშირებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინის მოქმედებისათვის და, მათ შორის, მეხსიერებისთვის, გუნება-განწყობილებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია B ჯგუფის ვიტამინები. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი სიცოცხლის პირველივე წლებიდან არის უზრუნველყოფილი B ჯგუფის ვიტამინით“, – ამბობს მარი მალაზონია.
სპეციალისტის განცხადებით, ბავშვის კვებაში ასევე მნიშვნელოვანია ცილის როლი. ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის ადეკვატური რაოდენობა, ისეთი ადვილად შეთვისებადი ცილა, როგორიცაა კვერცხი. რძის ნაწარმიდან გამოყოფს მაწონს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფლორის მოწესრიგების საუკეთესო შესაძლებლობაა.