14:21 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ემზარ კვიციანი
© Sputnik / Alexander Imedashvili

კვიციანი: ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
11301

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საუბრობს ახალი ორგანიზაციის დაფუძნებაზე, რომელიც ახალი ქართული ოჯახების შექმნას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„მალე დაფუძნდება ფონდი, ან ორგანიზაცია, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და ეს თანხა ახალი ოჯახების შექმნას მოხმარდება. იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ. წყვილები ფონდის სახელზე დაწერენ განცხადებას, რომ დაქორწინებას აპირებენ და ითხოვენ დახმარებას“, – ამბობს ემზარ კვიციანი.

დეპუტატის თქმით, ეს დახმარება მხოლოდ ქართველებისთვის იქნება, რადგან საქართველოში დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ქართველებს უჭირთ.

მთავარი თემები