კვიციანი: ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ
„მალე დაფუძნდება ფონდი, ან ორგანიზაცია, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და ეს თანხა ახალი ოჯახების შექმნას მოხმარდება. იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ. წყვილები ფონდის სახელზე დაწერენ განცხადებას, რომ დაქორწინებას აპირებენ და ითხოვენ დახმარებას“, – ამბობს ემზარ კვიციანი.
დეპუტატის თქმით, ეს დახმარება მხოლოდ ქართველებისთვის იქნება, რადგან საქართველოში დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ქართველებს უჭირთ.