06:23 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816

კალაძე: მზად ვართ, ელექტრომობილების მფლობელებს დამტენები სახლთან უფასოდ დავუმონტაჟოთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის დაწესებულ შეღავათებზე საუბრობს.

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. საკმაოდ კომპლექსურია ამასთან დაკავშირებული პრობლემები და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. უფასო იქნება მათი პარკირებაც. ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია აღნიშნულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს, მერიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და მას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ელექტროდამტენებს სახლთან დაუმონტაჟებენ.

 

მთავარი თემები