00:58 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
დავით სერგეენკო
facebook.com/mohgovge

ახალი კანონპროქტები, რომელიც შრომის ინსპექციის უფლებამოსილებას აფართოებს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინა.

„მასში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ თანამშრომლები, გაწერილია რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და გაწერილია ის სანქციები, რომლებიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოყვება", — განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში შრომის ინსპექციას დამატებით ასევე გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე განახორციელოს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ინსპექტირება. შრომის ინსპექციის დასკვნა კი შესასრულებლად სავალდებულო იქნება.

მთავარი თემები